ქინძმარაული

ტრადიციული ქართული ღვინო, დამზადებული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში, ყვარლის რაიონში არსებულ, მკაცრად რეგულირებად ქინძმარაულის მიკროზონაში მოყვანილი საფერავის ჯიშის ყურძნისგან. ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო ხასიათდება ლალისფერი შეფერილობით, დელიკატური, ხავერდოვანი გემოთი და ტიპიური ჯიშური არომატების ბუკეტით.

დესერტებთან, სხვადასხვა ნამცხვრებთან.