მუკუზანი

წითელი მშრალი ღვინო წარმოებულია კახეთის მხარეში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებულ, მკაცრად რეგულირებად მუკუზანის მიკროზონაში მოყვანილი საფერავის ჯიშის ყურძნისგან. ამ ღვინის წარმოებისთვის, სპეციალურად გამოყოფილ ნაკვეთში ტარდება მწვანე რთველი ანუ ვაზიდან იკრიფება მკვახე ყურძენი რათა ვენახის მოსავლიანობა შემცირდეს ხოლო ხარისხი კი მაქსიმალურად გაიზარდოს. საგანგებოდ შერჩეული განსკუთრებული ხარისხის ყურძენი, იკრიფება ხელით და ხდება მისი გადამუშავება.

 შემწვარი ხორცი, ყველი. მიირთვით