ხიხვი ქვევრი

ქარვისფერი მშრალი ღვინო დამზადებული ხიხვის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო მზადდება მრავალსაუკუნოვანი კახური მეთოდით, ქვევრში ღვინის ჭაჭაზე სრული დადუღებით და დავარგებით. ღვინო გამოირჩევა ხიხვისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატით და მსუბუქი მჟავიანობით, რომელიც მდიდარია მწიფე მსხლის, ატმის, გარგარის ჩირისა და ნუშის ტონებით.

კარგად ეხამება ხბოს ხორცს, ბატკნის ხორცსა და მწვადს.