წინანდალი

პრემიუმ წინანდლის ყურძნის კრეფა ხდება ოქტომბერში, ამ ღვინისთვის სპეციალურად გამოყოფილ ვენახში, სადაც მოსავლიანობა ნაკლებია, შესაბამისად ყურძნის ხარისხი და გემოვნური თვისებები ძალიან მაღალი. ყურძნის კრეფა ხდება ხელით და თავსდება მცირე ზომის ყუთბში. დაკრეფილი ყურძნის დაწურვამდე, ხდება მათი კვლავ გადარჩევა რათა მხოლოდ განსაკუთრებული მტევნებიდან მოხდეს განსაკუთრებული სითხის მიღება. ღვინის დავარგება ხდება მუხის კასრებში, ხოლო ჩამოსხმის შემდეგ დავარგება მიმდინარეობს ღვინის ბოთლებში. წინანდლისთვის დამახასიათებელი მრავალფეროვანი და მდიდარი ბუკეტი აქვს. გამოხატულია რქაწითელის ჯიშური არომატი. ციტრუსისა და გაზაფხულის, ახალი ყვავილების სურნელები, საინტერესოდ არის შერწყმული მუხის მსუბუქ ტონებთან.

შემწვარი ორაგული, ზღვის პროდუქტები და ბოსტნეულის კერძები.