საფერავი

პრემიუმ საფერავისთვის ყურძნის კრეფა ხდება ოქტომბერში, ამ ღვინისთვის სპეციალურად გამოყოფილ ვენახში, სადაც მოსავლიანობა ნაკლებია, შესაბამისად ყურძნის ხარისხი და გემოვნური თვისებები ძალიან მაღალი. ყურძნის კრეფა ხდება ხელით და თავსდება მცირე ზომის ყუთბში რათა თავიდან ავიცილოთ მტევნების დაზიანება. კრეფა იწყება დილი 6 საათზე და სრულდება დილის 10 საათამდე, რათა კრეფის დროს ყურძნის მტევნები არ მოხვდეს ინტენსიური მზის სხივების ქვეშ.  გამოხატული აქვს ალუბლის ლიქიორის და წითელი ხილის ჯემის არომატი. გემოზე ელეგანტური და ხავერდოვანია, რომელიც გვიპყრობს წითელი ხილის არომატებით და ვანილის ტონებით.

მიირთვით შებოლილ და შემწვარ ხორცთან, სტეიკთან და მწვადთან ერთად.