ჩვენს შესახებ
ბრენდის ისტორია
როიალ მარანი არის უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბრენდი.
ბრენდინგის ძირითადი ხაზი ეფუძნება ქართული ვენახის მოტივებს, რომელიც გამოხატულია მდიდრული დეტალებით. ბრენდმა ასევე წარადგინა სამეფო ხაზი, რომელიც ცნობილი ქართველი მხატვრის ნახატებით არის ასახული და ქართული სამეფო ოჯახის პატარა ისტორიებს გვიყვება.
საწარმო
კომპანიის საწარმო მდებარეობს კახეთში, სოფელ შალაურში.
საწარმო დაკომპლექტებულია უახლესი ევროპული დანადგარებით და თანამედროვე ლაბორატორიით, რაც საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორც ღვინო ასევე სპირტიანი სასლემელები.
ჩვენი ვენახები
როიალ მარანი ფლობს ვენახებს კახეთის მევენახეობის მხარეში.
როიალ მარნის გუნდი მიზნად ისახავს, რომ ვენახები გააშენოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა მიკროზონაში, რათა პარტნიორებს შესთავაზოს ქართული უიშვიათესი ჯიშის და ადგილწარმოშობის ღვინოები.